ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22537

ფაქტი 22537

1921 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომელიც ეხებოდა მომსახურე პირთათვის ჯამაგირის მომატებას. გამგეობის დავალებით პრეზიდიუმმა შრომის კომისარიატის მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი ტარიფის მიხედვით გადასინჯა ყველა არსებული შტატი და გადაწყვიტა მომსახურე პირთა ოთხ კატეგორიად დაყოფა. პირველ კატეგორიაში შევიდოდნენ კანცელარიისა და მაღაზიის მსახურები, მეორეში – მაღაზიის ნოქრები, მოლარე, ბიბლიოთეკარი და მისი თანაშემწე, მბეჭდავი, მესამეში – მაღაზიის პასუხისმგებელი ნოქრები და საწყობის გამგე, მეოთხეში – თავმჯდომარე, მდივანი და ბუღალტერი. პირველი კატეგორიის მომსახურე პირთათვის ჯამაგირი უნდა ყოფილიფო 35000 მანეთი, მეორე კატეგორიისთვის – 40000, მესამისთვის – 45000 და მეოთხისთვის – 50000. ახალი განაწესი პირველი აპრილიდან უნდა ამოქმედებულიყო. პირველი აპრილიდან მომსახურე პირებს ჯამაგირის გარდა ასევე უნდა მიეღოთ დახმარება ნორმის რაოდენობის მიხედვით. გამგეობამ დაადგინა, პირველი აპრილიდან მიეცა ავანსად მომსახურე პირთათვის ჯამაგირი პრეზიდიუმის მიერ შემუშავებული ნორმების მიხედვით. საკითხი ყოველთვიური დახმარების შესახებ გადაიდო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22537; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .