1921 წლის 22 აპრილს ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საინგილოს დელეგაციის შუამდგომლობა, რომელიც საინგილოს ქართული სკოლების წიგნებით მომარაგებას ეხებოდა. დელეგაციას წარმოადგენდნენ: არჩილ ყულაშვილი, კ. ასლამაზაშვილი, გ. სარდარაშვილი, ნიკ. მალუშაშვილი, დ. შიოშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22851 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22851]; წვდომის თარიღი: 2021-04-11