ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22900

ფაქტი 22900

1921 წლის 2 სექტემბერს ნიკოლოზ ჩიგოგიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება საზოგადოების მდგომარეობის შესახებ. პრეზიდიუმის შუამდგომლობის შედეგად კვლავ გაიხსნა ნარკომპროსის განკარგულებით დალუქული მაღაზია და კანცელარია. ქაღალდის აღრიცხვისა და მთავარი სამმართველოს განკარგულებით 24 აგვისტოს საწყობიდან 124 ფუთი 32 გირ. საბეჭდი ქაღალდი წაიღეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22900; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .