ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23536

ფაქტი 23536

1912 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სენაკის სკოლის საქმე, რომელსაც თან ერთვის ცნობა, რომ სენაკის სკოლა მდებარეობდა თავადი მინგრელსკის მიწაზე. რადგან სკოლის შენობა ჯერ კიდევ დასამთავრებელი იყო და მასწავლებლებსაც არ ჰქონდათ კუთვნილი ხელფასი მიღებული, გადაწყვიტეს, სკოლის მიწა და შენობა ბანკში დაეგირავებინათ, აღებული ფულით კი დაემთავრებინათ სკოლის შეკეთება და გადაეხადათ მასწავლებლების ხელფასი. ამისათვის საჭირო იყო მიწა დაემტკიცებინათ საზოგადოების სახელზე, რისთვისაც მამულის გამგე ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ალშიბაიამ საზოგადოებას მოსთხოვა ვალდებულების ქაღალდი, რომლის თანახმად, თუ ოდესმე სკოლა დაიხურებოდა, საზოგადოების ვალდებულება იქნებოდა თავადი მინგრელსკისათვის გადაეხადა 2500 მანეთი. გამგეობამ დაადგინა, რომ სასამართლო წესით ეცდებოდნენ დაემტკიცებინათ მამული საზოგადოების სახელზე, ხოლო მინგრელსკის მოურავს სთხოვეს, საზოგადოება გაეთავისუფლებინა 2500 მანეთის გადახდის ვალდებულებისაგან.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23536; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .