ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23614

ფაქტი 23614

1912 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად სოფელ გიორგიწმინდის სკოლის მასწავლებელს სტეფანე ნიკოლაიშვილს განუცხადებია, რომ სოფლელებს მიუღიათ ცნობა ინსპექტორისგან სკოლაში მეორე მასწავლებლის დანიშვნის შესახებ, რომელსაც ხელფასს გადაუხდიდნენ ხაზინის ხარჯიდან, რაზედაც მათ უარი განუცხადებიათ და თავად მასწავლებელსაც გადაუწყვეტია, რომ გადასულიყო სამინისტრო სკოლაში მეორე მასწავლებლის ადგილზე, საბოლოოდ კი ასეთი ქმედებების გამო გიორგიწმინდის სკოლა დახურულად ჩაითვლებოდა. გამგეობამ გრიგოლ ბურჭულაძეს დაავალა ჩასულიყო სოფელში და პირადად გაერკვია საქმის დეტალები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23614; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .