ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24286

ფაქტი 24286

1911 წლის ივნისში ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ფილიალებს, დაწესებულებებსა და კერძო პირებს დაუგზავნა შეტყობინება, რომელიც იუწყებოდა, რომ 30 აგვისტოსთვის – ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების მეოთხე წლისთავისთვის – დაგეგმილ ძეგლის კურთხევას აფერხებდა უსახსრობა: კერძოდ, ექსპერტთა გამოანგარიშებით, ძეგლის დასრულებას 3 754 მანეთი და 85 კაპიკი სჭირდებოდა, ფონდში კი მხოლოდ 600 მანეთი იყო დარჩენილი. გამგეობა სთხოვდა შეტყობინების ადრესატებს, ორი კვირის განმავლობაში ეცნობებინათ, თუ ვინ რამდენი თანხის გაღებას შეძლებდა, რათა დროულად შესდგომოდნენ საქმეს (ხელმომწერნი: თავმჯდომარის ამხანაგი – ალ. მდივანი, გამგეობის წევრები: შიო დედაბრიშვილი, შ. მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი).


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24286; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .