ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24607

ფაქტი 24607

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს აცნობა, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლი დასრულდა და გაზაფხულზე მისი კურთხევა იგეგმებოდა, მაგრამ რადგან ხარჯები ჯერ კიდევ გასასტუმრებელი იყო, თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს სთხოვეს, მათ მიერ ამ საქმისთვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი (1800 მან.) საზოგადოების წევრის, ხაზინადარ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძისათვის გადაეცათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24607; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .