ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24704

ფაქტი 24704

1923 წლის 5 მარტს დაპატიმრებული ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილის დაკითხვის ოქმის თანახმად, იგი 1903 წელს თბილისის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში შევიდა, დაჭერის დღემდე იქ მუშაობდა და ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებდა. პარტიაში ყოფნის დროს რუსიშვილი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მონაწილეობდა ბომბების დამზადებასა და გადატანაში. 1905 წელს სოციალ-დემოკრატებმა ყუმბარა, ე.წ „Адская машина“, დაამზადეს. რუსიშვილს მკაცრი იზოლაციის დაწესებულებაში მიესაჯა სასჯელის მოხდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24704; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .