ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25001

ფაქტი 25001

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა შენიშვნა-დამატება, რომელიც თელავის განყოფილების 1911 წლის მოქმედების ანგარიშს ეხებოდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1911 წელს გამგეობამ ხელმეორად ითხოვა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის სოფ. ყვარელში მდებარე მამულის თელავის განყოფილების განკარგულებაში გადმოსვლა. მამული შეუძენია თავადაზნაურობას და 1912 წლის 1-ლი იანვრიდან გადაუცია თელავის განყოფილებისთვის. გამგეობას განზრახული ჰქონდა მამულის ტერიტორიაზე სკოლის გახსნა. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ზაქარია მარკოზაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25001; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .