ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25010

ფაქტი 25010

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: ჯიმშერ სვიმონიშვილი, თევდორე ალექსანდრეს ძე ფეოდოროვი, ვლადიმერ ზაალის ძე რობიტაშვილი, მოსე ალექსის ძე ხელაშვილი, მღვდელი რაჟდენ დარჩიაშვილი, ალექსანდრე ზაალის ძე წინამძღვრიშვილი და მღვდელი ისიდორე ვაჩეიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25010; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .