ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25046

ფაქტი 25046

1911 წლის 3 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გ. ბურჭულაძემ საზოგადოების თელავის განყოფილებას შეატყობინა, რომ მთავარმა გამგეობამ მიიღო წერილი თბილისის სახალხო სკოლათა დირექტორისგან. წერილის თანახმად, ის ვერ დაამტკიცებდა ნინო მიხეილის ასულ შიუკაშვილს ქ. თელავის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად, სანამ არ წარადგენდა კეთილსაიმედოობის მოწმობას. მთავარი გამგეობა თელავის განყოფილებას სთხოვდა დირექტორის მოთხოვნის შესრულებას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25046; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .