ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25067

ფაქტი 25067

1911 წლის 28 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ მოახსენა, რომ 26 სექტემბერს ქ. თელავში გაიხსნა სკოლა ერთი განყოფილებით. სკოლაში 8-დან 12 წლამდე ასაკის 40 შეგირდი სწავლობდა, ქალი –16, ვაჟი – 24. 36 ბავშვი გლეხის ოჯახიდან იყო, ორი – მღვდლის ოჯახიდან, ერთი – აზნაურის შვილი, ერთი ქალაქიდან. 11 ბავშვი – თელავიდან, 29 – ახლომახლო სოფლებიდან. სწავლის ფასი წელიწადში 6 მანეთი იყო. დოკუმენტს ხელს აწერენ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ზაქარია მარკოზაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25067; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .