ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25138

ფაქტი 25138

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების 1911 წლის გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1911 წელს მთავარ გამგეობაში გაიგზავნა განყოფილების 1910 წლის შემოსავლის 20% – 100 მანეთი და ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის – 15 მან. თბილისის ბიუროში, გორდელაძეს ჟურნალ-გაზეთებისთვის წინდაწინ 20 მან. გადაუხადეს, კანცელარიის ბინის ქირაობა 20 მან. 50 კაპ. დაჯდა, წვრილმან ხარჯებზე (დეპეშები, წერილები, მარკები და სხვა) 20 მან. 32 კაპ. დაიხარჯა. სულ 1911 წლის გასავალი შეადგენდა 175 მანეთსა და 82 კაპიკს. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის ხაზინადარი ივანე პაატაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25138; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .