ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2518

ფაქტი 2518

1918 წლის 28 ნოემბერს ფხოველის ნავთის საწარმოს მმართველმა ნიკოლოზ თადეოზოს ძე დეკანოზიშვილმა საქართველოს რესპუბლიკის გზათა სამინისტროს საერთო საქმეთა მმართველს სთხოვა, რომ ცხენების წასაყვანად ფხოველიდან ჩამოსული მადნის მილიციის უფროსის ლევან დავითის ძე ანდრონიკაშვილისა და ორი მილიცისთვის თბილისში იარაღის ტარების განსაკუთრებული ნებართვა მიეცათ. ამის შემდეგ ატარებდნენ იარაღს: ნაგანი 27209, ოსმალურ კარაბინს უნომროდ და ორ რუსულ ვინტოვკას: N160755, 103683.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2518; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .