ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25189

ფაქტი 25189

1921 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას წევრმა თ. კიკვაძემ აუწყა, რომ ის არ ეთანხმებოდა გამგეობის დადგენილებას, რომლის საფუძველზე გამგეობას უნდა შეეძინა ნინო ნაკაშიძისგან წიგნი „ჩვენებური ფრთოსნები“ მიღებულ ფასზე 20%-ის დაკლებით. კიკვაძის თქმით, საზოგადოებას უნდა შეეძინა 2000 წიგნზე მეტი, იმ დროს როცა გამომცემელს 500-600 ეგზემპლიარი ჰქონდა გაცემული გასაყიდად. კიკვაძის ანგარიშით, ზარალი 81000 მანეთს შეადგენდა. ნაკაშიძისგან ქაღალდის ფუთების არახელსაყრელ ფასად შეძენასთან ერთად საერთო ზარალი 81000 მანეთს გაუტოლდებოდა. კიკვაძე გამგეობას ადანაშაულებდა პრინციპის შეგნებულად დარღვევაში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25189; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .