ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25453

ფაქტი 25453

1881 წლის პირველ სექტემბერს მარტყოფის სასწავლებლის პედაგოგმა, ვლადიმერ ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო შემდეგი წიგნები: 5 ცალი „დედა ენა“, 2 – დ. ბაქრაძის თხზულება „წმინდა ნინო“, 2 – „გლოვა ირაკლი მეორისა“, 3 – „იგავ-არაკნი“, 2-2 „პატარა ბიბლიოთეკა“ და „ამბები სოფლის ცხოვრებიდამ“ (გადმოკეთებული ჯუღელის მიერ), 3 – „საქართველოს მეფე ვახტანგ მეექვსე“, 2 ცალი გრიგოლ ორბელიანის ლექსები (მეორე გამოცემა) და „ოთხი ლექსი ვახტანგ ვახტანგის ძისა ორბელიანისა“.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25453; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .