ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25505

ფაქტი 25505

1899 წლის 22 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა სამსონ ყიფიანის თხოვნა მიეწერათ სენაკის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველოსთვის, თუ როგორ გაესტუმრებინა მათი ანგარიშის თანახმად სკოლის შენობაზე ზედმეტად დახარჯული თანხა. დადგინდა, თხოვნა გაეგზავნათ ქუთაისისა და სენაკის სკოლების სამზრუნველოსთვის განსახილველად და გადასაწყვეტად, რადგან ის განაგებდა სკოლების ნივთიერ მხარეს. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25505; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .