ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26096

ფაქტი 26096

1888 წლის 6 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე იმის გასარკვევად მასწავლებლები ყოველდღე დადიოდნენ თუ არა სკოლაში და რამდენად გულმოდგინედ ასწავლიდნენ, გამგეობამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: ყველა განყოფილების მასწავლებლისთვის დაევალებინათ ყოველ ორ თვეში ერთხელ მოსწავლეთა რვეულები გამოეგზავნათ და გამგეობისთვის წარედგინათ. რვეულების შემოწმების შედეგად გაირკვეოდა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონე. თავმჯდომარის ნაცვლად კრების ოქმს ხელს აწერს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26096; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .