ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26097

ფაქტი 26097

1888 წლის 6 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე განიხილეს რევიზორების საკითხი. გამგეობის აზრით, მათ ცნობები სკოლების შესახებ უფრო დაწვრილებით უნდა წარმოედგინათ. გამოითქვა მოსაზრება, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ სკოლებს ერთი გამგეობის წევრი დაათვალიერებდა, თუმცა წევრთა ნაწილი ამის წინააღმდეგი იყო. თავმჯდომარის ნაცვლად კრების ოქმს ხელს აწერს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26097; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .