ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26342

ფაქტი 26342

1913 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ სთხოვა შუამდგომლობა თბილისის გუბერნატორთან 6 აგვისტოს სოფელ შილდაში სამკითხველოს სასარგებლოდ სეირნობის გამართვის თაობაზე. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მაგივრად ზაქარია ჭავჭავაძე და მდივნის მაგივრად ივანე პაატაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26342; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .