ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26507

ფაქტი 26507

1917 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას წერილობით შეატყობინა, რომ 16 აპრილს გამართული კრების შედეგად დაარსეს სხვადასხვა საქმეთა წარმოებისთვის სამი სექცია: 1) სასკოლო და სახალხო კითხვების მომწერნი, 2) წიგნის მაღაზიის საქმის მომწყობი, 3) ბიბლიოთეკის საქმის მწარმოებელი. ამისათვის მთავარ გამგეობას სთხოვენ გამოუგზავნონ სახელმძღვანელოდ რვეული ყველა მათთან არსებული სექციათა ინსტრუქციებისა. წერილს ხელს აწერს მდივანი გიორგი გამზარდია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26507; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .