ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26708

ფაქტი 26708

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ვარლამ ბურჯანაძის მიერ წარდგენილი იმავე წლის ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვის თანახმად, საზოგადოება ვარაუდობდა, რომ შემოსავალი იქნებოდა 289557.54 მანეთი, გასავალი კი — 127494.90 მანეთი. თანხაში არ შედიოდა 7500 მანეთი, რაც სეირნობებიდან და საქველმოქმედო კონცერტებიდან უნდა შემოსულიყო, და არც ეროვნული საბჭოსაგან მისაღები დახმარება 5000 მანეთის ოდენობით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26708; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .