ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26868

ფაქტი 26868

1919 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საგანგებო კრება დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა გახსნა. კრება გადაიდო, რადგან მხოლოდ ცხრა რწმუნებული გამოცხადდა. მათი სიმცირე იმავე დღეს ჩატარებულმა ქალაქის არჩევნებმა განაპირობა. რწმუნებულები არჩევნებში აქტიურად მონაწილეობდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26868; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .