ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27170

ფაქტი 27170

1915 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ (ხაზინადარი − ივანე პაატაშვილი) გაუგზავნა სკოლის 1914 წლის შემოსავლის ანგარიში: შემოსავალი სულ 1 622. 09 მანეთს შეადგენდა, აქედან 1914 წელს სწავლის გადასახადით შემოსული 292 მანეთი იყო, გასართობი საღამოებიდან − 1 056. 21, სოფიო ვახვახიშვილის სასტიპენდიო თანხის სარგებლიანი ქაღალდების პროცენტი − 8. 47, შემოწირულობა − 39. 50, საზოგადოების თელავის განყოფილების გაღებული თანხა კი − 225. 91 მან.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27170; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .