ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28144

ფაქტი 28144

1913 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1912 წლის მუშაობის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1912 წლის ბოლომდე გამგეობამ განიხილა ორი საქმე: გამგეობის ცხრა წევრს დავალებული ჰქონდა ახალი წევრების მოზიდვა; ამავე წლის 14 იანვარს, წმ. ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, გამართეს საღამო. შემოსული თანხა მთლიანად განყოფილებას უნდა მოხმარებოდა. დოკუმენტს ხელს აწერს  გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28144; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .