ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28161

ფაქტი 28161

1912 წლის 20 ივნისს დიმიტრი პავლეს ძე ნადარეიშვილის მიერ დაბა გუდაუთაში მოწვეულ კრებაზე გადაწყდა სოხუმის ოლქის დაბა გუდაუთაში საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების გახსნა შემდეგი სახელწოდებით: კავკასიის სამეფისნაცვლოს ქართველტა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილება. მისი უახლოესი მიზანი იყო დაბა გუდაუთაში სახალხო სკოლებისა და სამკითხველოების გახსნა საზოგადოების წესდების პირველი და მეორე პარაგრაფების მიხედვით. „პროტოკოლის“ დოკუმენტს ხელს აწერენ: მანუჩარ ადამია, დიმიტრი პავლეს ძე ნადარეიშვილი, ელენე ნიკოლოზის ასული ნადარეიშვილი და სიმონ შავარდენის ძე გიგინეიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28161; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .