ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28238

ფაქტი 28238

1914 წლის 18 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წლის 28 მარტს ჩატარდა განყოფილების ყველა წევრის საზოგადო კრება. კრებაზე განიხილეს ახალი წევრების მიღების საკითხი, აირჩიეს გამგეობის ორი წევრი, სამი კანდიდატი, სარევიზიო კომისიის წევრები. დასახეს გამგეობის მიზნები. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის დროებითი თავმჯდომარე სიმონ საბაშვილი და წევრები: პლატონ ჭავჭანიძე, გიორგი ზენაიშვილი, მაშო საბაშვილი და სალომე ჭავჭანიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28238; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .