ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28715

ფაქტი 28715

1920 წლის 31 იანვარს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ქუთაისის განყოფილება სტამბას ყიდდა. გამგეობამ გადაწყვიტა, ინფორმაციის უტყუარობის შემთხვევაში ქუთაისის განყოფილებისთვის ეცნობებინა, რომ სტამბა მთავარ განყოფილებას სჭირდებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28715; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .