ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28948

ფაქტი 28948

1922 წლის 2 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საქმეთა მმართველის მოწვევის საკითხი დასვეს. მას უნდა ემუშავა საზოგადოების კანცელარიაში, ეხელმძღვანელა საგამომცემლო და კულტურული საქმიანობისთვის, ეწარმოებინა მიწერ-მოწერა, მოეწვია კრებები და სხვ. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა მომდევნო კრებისთვის გადადო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28948; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .