ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28951

ფაქტი 28951

1920 წლის 28 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ გადამწერის თვიური ხელფასი 1 960 მანეთი იყო, საწყობის გამგის – 5 000, მაღაზიის გამგის პირველი თანაშემწის – 5 000, მეორე თანაშემწის – 3400, პირველი ნოქრის – 3080, მეორე ნოქრისა კი – 1680 მან.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28951; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .