ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28952

ფაქტი 28952

1910 წლის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძემ მთავარ გამგეობას 1910 წლის სავარაუდო გასავლის ხარჯთაღრიცხვა გაუგზავნა. ხარჯთაღრიცხვის მიხედვით 1910 წელს შემოსავლის 20% – 130 მანეთი – მთავარ გამგეობას გაეგზავნებოდა, მაღაზიის მოწყობას 600 მანეთი დასჭირდებოდა, საკანცელარიო და საფოსტო ოპერაციებს – 15, მოულოდნელ ხარჯებს – 50 მან. სულ 1910 წლის თელავის განყოფილების სავარაუდო გასავალი 795 მანეთი იქნებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28952; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .