ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28954

ფაქტი 28954

1920 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის მოხსენება საზოგადოების განყოფილებების უმოქმედობის შესახებ. კარიჭაშვილის აზრით, საზოგადოების წესდების შეცვლამდე განყოფილებებს უნდა გაეგრძელებინათ საწევროს აკრეფა და გაემართათ წლიური კრებები შემოსავალ-გასავლის განსახილველად. თუ შემოსულ ფულს საქმეს თვითონ ვერ მოახმარდნენ, მთავარი გამგეობისთვის უნდა გაეგზავნათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28954; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .