ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29271

ფაქტი 29271

1881 წლის პირველ სექტემბერს მარტყოფის სასწავლებლის მასწავლებელმა, ვლადიმერ ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო შემდეგი წიგნები: „დარიგება მასწავლებელთათვის“ 2 ცალი, „სურამის ციხე“– 3, ბარათაშვილის ლექსები – 3, „პონტოს მეფე მითრიდატ დიდი“ – 3, საზოგადოების წესდებულება – 2, „ლოცვანი“ – 3, „არითმეტიკული გამოცანები“ – 2, „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ – 2 და თითო ცალი „წერის სასწავლო დედანი“, წმინდა სახარება მხედრულად, ორბელიანის თხზულება „ტრაგედია ოთხ მოქმედებად“, ჭიჭინაძის „თვალსაჩინო სწავლა“.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29271; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .