ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29850

ფაქტი 29850

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ზუგდიდის განყოფილების 1914 წლის სავარაუდო შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს საწევროს სახით უნდა შემოსულიყო 30 მანეთი, წინა წლებიდან დარჩენილი საწევრო გადასახადის სახით – 60 მან., წარმოდგენებიდან, შემოწირულობებიდან და სხვა წყაროებიდან – 250 მანეთი. სულ 1914 წელს სავარაუდოდ უნდა შემოსულიყო 600 მანეთი. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, გამგეობის მდივანი ნიკო ბუკია და გამგეობის წევრები: გიორგი ხერხეულიძე, კატო კედია და სოკრატე კეშილავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29850; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .