ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29853

ფაქტი 29853

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ზუგდიდის განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წელს მთავრობას დაუხურავს ზუგდიდის საეპარქიო საქალებო სკოლა, რომელიც მის უდიდებულესობა პრინცესას ეკუთვნოდა და სწორედ მას უნდა დაბრუნებოდა. ზუგდიდის განყოფილების გამგეობას ქართული სკოლისთვის სადგომის შოვნის იმედი მისცემია. ზუგდიდელებმა გადაწყვიტეს თხოვნით მიემართათ პრინცესასთვის. მათი მიმართვისთვის მეტი წონის მისაცემად მთავარი გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგს ეთხოვა პრინცესასთვის წერილის მიწერა. სამწუხაროდ, ამ დროს პრინცესა გარდაიცვალა და საეპარქიო საქალებო სკოლის საკითხიც გადაიდო. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, გამგეობის მდივანი ნიკო ბუკია და გამგეობის წევრები: გიორგი ხერხეულიძე, კატო კედია და სოკრატე კეშილავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29853; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .