ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29875

ფაქტი 29875

1913 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებლმა გრიგოლ ბურჭულაძემ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავას ამცნო, რომ მთავარი გამგეობა მხარს უჭერდა დაბა ზუგდიდში ქართული სკოლის გახსნას და ამ საკითხთან დაკავშირებით უსათუოდ აღძრავდა შუამდგომლობას პრინცესას წინაშე. ამასთან მთავარი გამგეობის თხოვნა იყო, დაუყოვნებლივ ეცნობებინათ მისთვის პრინცესას ზუგდიდში დაბრუნების შესახებ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29875; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .