ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29907

ფაქტი 29907

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1916 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1916 წლის პირველი იანვრისთვის განყოფილებაში იყო 110 წევრი, წლის განმავლობაში გაწევრიანდა 12 პირი, განყოფილება დატოვა ორმოცდაათმა კაცმა. სულ განყოფილებაში დარჩა 72 პირი. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ პართენის ასული საბაშვილისა და გამგეობის ხაზინადარი იასონ იესეს ძე გიგიბერია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29907; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .