ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29913

ფაქტი 29913

1916 წლის 28 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ სთხოვა, ეცნობებინა მისთვის, იყო თუ არა სიახლე დაბა გუდაუთაში ქართული სკოლის გახსნასთან დაკავშირებით. გუდაუთის ქართველობამ არ იცოდა როგორ მოქცეულიყო: შეეყვანა ბავშვები სხვა სკოლებში თუ ქართული სკოლის გახსნას დალოდებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ პართენის ასული საბაშვილისა და გამგეობის მდივანი ალექსანდრე ივანეს ძე ზაქარაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29913; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .