ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29916

ფაქტი 29916

1913 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას შეატყობინა, რომ მთავარმა გამგეობამ უკანონოდ სცნო ზუგდიდის განყოფილების 2 მარტს გამართული საზოგადო კრება იქ მომხდარი რიგი დარღვევების გამო. ამიტომ ამ კრებაზე გამოტანილი დადგენილებებიც გაუქმებულად უნდა ჩათვლილიყო. მთავარმა გამგეობამ მოუწოდა ზუგდიდელებს, მოეწვიათ ახალი კრება, სადაც ხელახლა იმსჯელებდნენ იმ საკითხებზე, რაც 2 მარტის კრებაზე განიხილეს. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29916; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .