ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29932

ფაქტი 29932

1920 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლაზარე ვასილის ძე ხმალაძის წინადადება თავისი „არითმეტიკული კრებულის“ III ნაწილის გამოცემის შესახებ. ნაშრომის დაბეჭდვა დაწყებული ჰქონდა ქუთათურ გამომცემლობა „მერანს“, მაგრამ ქაღალდის უქონლობის გამო ბეჭდვა შეაჩერა. გამგეობამ იმავე მიზეზით ნაშრომის გამოცემაზე უარი განაცხადა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29932; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .