ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30004

ფაქტი 30004

1914 წლის 17 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის საგანგებო საერთო კრებაზე განიხილეს გამგეობის წევრთა – დიმიტრი გონაშვილისა და მიხეილ მატიაშვილის – სიტყვიერი განცხადება გამგეობის წევრობიდან გათავისუფლების შესახებ: რადგან ოჯახური გარემოებების გამო ისინი ვერ ახერხებდნენ სხდომებზე სისტემატურ დასწრებას, კრებამ დააკმაყოფილა ორივეს თხოვნა და გამგეობის ახალ წევრებად ერთხმად აირჩია: ალექსანდრა მიხეილის ასული მჭედლიშვილი, რაჟდენ იოსების ძე კიკილაშვილი, ბლაღოჩინი კირილე ღვთისავარიშვილი, მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი (ოქმს ხელს აწერს განყოფილების თავმჯდომარე, მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილ).


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30004; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .