ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30006

ფაქტი 30006

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 1914 წელს მაჩხაანის განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 346 მანეთსა და 73 კაპიკს, გასავალი – 229 მანეთსა და 73 კაპიკს. ფილიალს ჰქონდა ორი ბიბლიოთეკა ქვემო მაჩხაანსა და ჯუგაანში, ჰყავდა 41 წევრი. ანგარიშს ხელი მოაწერეს: თავმჯდომარემ, მღვდელმა ნიკანდი დავითის ძე ნინიკაშვილმა, ხაზინადარმა სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალიამ, განყოფილების წევრებმა მღვდელმა ეგნატე ყარამანის ძე მენთეშაშვიმა და იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30006; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .