ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30140

ფაქტი 30140

1920 წლის 18 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამტრედიის რაიონის კოოპერატივთა კავშირ „კონას“ თხოვნა 400 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. თავმდებად უდგებოდა კოოპერატივის ბანკი. გამგეობამ ერთი თვის ვადით 200 000 მანეთის ოდენობის კრედიტის მიცემა გადაწყვიტა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30140; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .