ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30143

ფაქტი 30143

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის გამგეობამ 45 მანეთად თორმეტი ჩალის სკამი შეუძინა ადგილობრივ ბიბლიოთეკას, ჯუგაანის ბიბლიოთეკას კი 20 მანეთის შემწეობა აღმოუჩინა სამკითხველოს მოსაწყობად (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, გამგეობის წევრები: მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი, იაკობ მენთეშაშვილი).


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30143; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .