ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30163

ფაქტი 30163

1920 წლის 18 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის I უმაღლეს-დაწყებითი სკოლის პედაგოგიური საბჭოს თხოვნა ღარიბი მოსწავლეებისთვის წიგნების შეღავათიან ფასში მისაცემად 50 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ კრედიტის ორი კვირის ვადით მიცემა გადაწყვიტა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30163; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .