ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30188

ფაქტი 30188

1920 წლის 4 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თედო სახოკიას თხოვნა ვაჟა-ფშაველას ნაწერების ბიბლიოგრაფიის შესადგენად 120-საათიანი მუშაობისთვის ჯამაგირის მიცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა 6 000 მანეთი მიეცა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30188; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .