ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30197

ფაქტი 30197

1900 წლის 9 მარტს ქალაქ სიღნაღის ნოტარიუსმა კონსტანტინე ივანეს ძე ჯაფარიძემ დაამტკიცა ექვსპუნქტიანი საიჯარო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ქვემომაჩხაანელი გლეხი თევდორე გიორგის ძე შანშიაშვილი თავის ხეხილის ბაღს (სიგრძე – 16 საჟენი, სიგანე – 6,5 საჟენი) ხუთწლიანი იჯარით გადასცემდა მღვდელს იოსებ გრიგოლის ძე ტუკუშევს. მოიჯარე საკუთარი შეხედულებისამებრ მოიხმარდა აღნიშნულ ხილნარს, სანაცვლოდ კი ამავე ბაღში ააშენებდა და გამართავდა ორსართულიან ქვის სახლს – ხუთი ოთახითა და ორი აივნით. მღვდლის ოჯახს შეეძლო ამ სახლში ეცხოვრა დათქმულ ვადამდე, შემდეგ კი სახლიცა და ხეხილის ბაღიც შანშიაშვილისათვის უნდა გადაეცა. ტუკუშევი შანშიაშვილისაგან მიიღებდა ერთიან თანხას – 4500 მანეთს. პირობის დამრღვევ მხარეს 500 მანეთის პირგასამტეხლო დაეკისრებოდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იოსებ გრიგოლის ძე ტუკუშევმა და სიღნაღელმა მეშჩანმა დავიდ გასპარის ძე ყალაბეგოვმა, წერა-კითხვის უცოდინარი თევდორე (თედო) გიორგი ძე შანშიაშვილის ნაცვლად


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30197; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .