ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30462

ფაქტი 30462

შალვა ზაქარიას ძე გოგებაშვილმა 1912 წლის 13 ივნისს განცხადებით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასა და იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებელ პირებს და დაადასტურა, რომ გარდაცვალების წინა დღეებში ბიძამისი მართლა აპირებდა შალვას სახელზე 300 მანეთის გამოწერას, რათა შემდეგ ამ უკანასკნელს ისევე ეგზავნა ყოველთვიური სტიპენდია განსაკუთრებულ სიღარიბეში ჩავარდნილი იოსებ ირემაშვილისათვის, როგორც წინათ იაკობი უგზავნიდა. შალვას თქმით, იაკობ გოგებაშვილის ღრმა პატივისცემა ავალებდა ყველას – აღსრულებულიყო მისი შეუსრულებელი უკანასკნელი სურვილი და სტიპენდია დანიშვნოდა ირამაშვილს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30462; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .