ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30658

ფაქტი 30658

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა, წლიური შემოსავალი 4 782. 57 მანეთი ჰქონდა. აქედან 2 298. 80 მანეთი 1915 წლის შემოსავლის ნაშთი იყო, 120 – საწევრო გადასახადი, 100 – კერძო შემოწირულება, 1 681. 58 მან. – სკოლის სასარგებლოდ გამართული სახალხო სეირნობიდან შემოსული, 300 – მთავარი გამგეობის მიერ სკოლისთვის გამოგზავნილი თანხა, 183. 19 – შემნახველ-გამსესხებელ ამხანაგობაში შენახული ფულის სარგებელი, 99 მან. კი – სკოლის სასარგებლოდ გამართული წარმოდგენიდან შემოსული.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30658; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .