ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30716

ფაქტი 30716

1913 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე იმსჯელეს 1913 წლის გეგმებზე. ზოგმა პრიორიტეტულად სკოლის გახსნა დაასახელა, ზოგმა – ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეძენა. ჯაფარიძის აზრით, საზოგადოება მეტად ნორჩი იყო და მას არავითარი ქონება არ გააჩნდა რაიმე საფუძვლიანის გასაკეთებლად. ამიტომ ჯერ დასათვლელი იყო სავარაუდო შემოსავალი, მერე მოსაძიებელი დამატებითი თანხები და მთლიანი თანხის მიხედვით უნდა შემუშავებულიყო წლის სამოქმედო გეგმა. კრებამ მოიწონა ჯაფარიძის წინადადება და გადაწყვიტა სალაროს შევსება სეირნობებისა და საღამოების გამართვითა და საზოგადოების ახალი წევრების შემომატებით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30716; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .